დათო გოქაძე
აი ასე დავიწყე მე დღეს წერა, რამდენი სისულელე ტრიალებს თავში, მაგრამ არც ერთი არ ვარგა იმისათვის რო შეეხოს ამ წმინდა ელექტროფურცელს. ვაგრძელებ ფიქრს იქნებ რამე აზრი მოვიდეს ამ გარყვნილ გოგრაში, მაგრამ არაფერი გარდა შიშველი ქალებისა, მაზოხისტური თამაშებისა და რომანტიზმისა არ მოდის. ვცდილობ, ვასკანერებ... თითქოს ტვინის მივიწყებულ ადგილას რაღაც ამოტივტივდება და ისევ ჩაყვინთავს მორევში, ისევ ის შიშველი ქალები, ისევ ის მაზოხისტური თამაშები და ისევ ის რომანტიზმი. არა რამე განსხავებული უნდა დავწერო, ისეთი რომელიც ჯერ არასდროს არ მომსვლია თავში. აი რაღაც მოვიდა და მეც დავიწყე:
გარშემო ბინდია, თითქმის ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მაინც დაუღალაცად ვაგრძელებ გზას. ვამხნევებ საკუთარ თავს არ მინდა, რომ წყვიდიადმა მშთანთქოს. ვგრძნობ როგორ მოედინება სისხლი ჩემ ჩემ შიშველ ხელებს, დავიხედე მაგრამ არაფერი, ყველაფერი რიგზეა, ერთი წვეთი სისხლიც კი არ ჩანს. ალბათ ვგრძნობ შიგნით როგორ მიედინება სისხლი, ამის გაფიქრება და გული ამტკივდა, თითქოს მართლა ვიგრძენი როგორ შედიოდა სისხლი და გამოდიოდა უკან. ტყე-ღრე, ისევ ტყე-ღე. აჩრდილს დავსდევდი, მითებს, საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. უკვე უკან უნდა გავბრუნდე, მაგრამ რაღაც ძალა მიბიძგებს წინ, მეუბება ეს ყველაფერი არ შეიძლება მითი იყოს, ტყულა ამ ყველაფერს არავინ წერს, მიდი ნახე იქნებ ამჯერად მაინც გაგიმართლოს. მივყვები გონების ხმას, გულიც იგივეს მკარნახობს. მერე რას ვაკეთებ? აღმოჩნდა, რომ მართალია, მერე?
ორი დღე და ერთი ღამე ვიარე, უკვე გამთენიისას ხეები შეთხელდა. ალბათ მინდორს ვუახლოვდები. გული წამში 120-130 დარტყმას მაინც აკეთებს.
15 წუთის შემდეგ მინდორზე ვარ.
სახლი.
რეალობა ყოფილა, არანაირი მითები. ჩამოვჯექი, დავფიქრდი თუ რა მელოდებოდა იმ სახლში. ფიქრში კიდევ 15-20 წუთი გავიდა. ალბათ მითების მიხედვით ვიღაცამ ჩადგა აქ სახლი, ისეთებისთვის როგორიც მე ვარ, 1 წუთით რომ ბედნიერად იგრძნონ თავი. ვიფიქრე თუ არა ავდექი გადასამოწმებლად.
დარაბები დახურული, კარებზე დიდი ასოებით წერია ”კეთილი იყოს შენი მობრძანება”. შევაღე კარი და გული წამივიდა.
...
თვალებს ვახელ, დიდი საათი ჩემს წინ. ისრები არ აქვს, ან რაში მჭირდება, რომ გავიგო რომელი საათია? ლოგინში საიდან მოვხვდი? წამოვდექი. გავიზმორე. სარკეში ჩავიხედე, შუბლზე პომადა მაჩნია. დღეიდან იწყება ის რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი, თავდავიწყებული სექსი, ორგიები, მაზოხიზმი. ამ ყველაფერთან ერთად რომანტიკაც მინდა. არა რომანტიკის დედაც, ვირტუალურმა მეგობარმა მითხრა ერთხელ, მანდ რომანტიზმი ამოვარდნააო. რომანტიზმის დედაც... გავიხადე ტანზე, გავიზმორე. გავედი მეორე ოთახში და გადავეშვი უწმინდურების მორევში.
ცოტა ხნით მოვიცალე და ეს თქვენ მოგწერეთ. ვისაც სურვილი და გამბედაობა გაქვთ შეგიძლიათ წამოხვიდეთ, რუკას დაგიხაზავთ ლალალენდისკენ. კარგათ იყავით მეგობრებო.
დათო გოქაძე
ახლაც კი როცა აქ ვწევარ და ვფიქრობ, მგონია რო არასოდეს მოვკვდები. არადა ჩემს გარშემო უკუნითი სიბნელეა, ვერ ვინძრევი და ყველა პირობა მაქვს იმის, ვიფიქრო, რომ კუბოში ვარ. მე კი უდიერად ვაგრძელებ ფიქრს სიცოცხლეზე. ვწევარ და ვფიქრობ. ვფიქრობ წარსულზე და მომავალზეც. ვფიქრობ რომ ყველაფერი შეიცვლება, მოვა ერთი დღე და მე ავდგები აქედან, ისევ ჯანსაღად გავიმართები წელში და ომახიანად შემოვძახებ: გამარჯობა სიცოცხლე. ჩემზე ბევრი რამე შეიძლება ითქვას, ისიც რომ სამშობლოს გულისთვის ვარ აქ, ისიც რომ ადამიანებმა გადამრიეს, ისიც კი რომ ტყულა უბრალოდ მოკვდაო, მაგრამ ჩემნაირ კაცს თავის მოკვლა არ შეეძლო. ვიხსნებ თუ როგორ მოვკვდი, მაგრამ მომკალით და ვერ ვიხსენებ. ღრმად დარწმუნებული ვარ იმაში რომ, თავს არ მოვიკლავდი. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, იქნებ მკვდარი არ ვარ. იქნებ კი არა ნამდვილად არ ვიქნები, აბა როგორ არ უნდა მახსოვდეს როგორ მოვკვდი. არა, მე მკვდარი არანაირად არ ვარ. უბრალოდ შეცდომით მოვხვდი აქ. უკუნითი სიბნელეა და ვერ ვინძრევი, ყველა პირობა მაქვს იმის, ვიფიქრო, რომ კუბოში ვარ. მე კი უდიერად ვაგრძელებ ფიქრს სიყვარულზე. მახსოვს ვიღაც მიყვარდა. არა ნამდვილად მახსოვს რომ, მიყვარდა. ძალიან ლამაზი და ნაზია ჩემი სიყვარული. თამამად შემიძლია ვთქვა რომ, სიცოცხლის ბოლომდე მიყვარდა. ოო ღმერთო, გამახსენდა, რა ლამაზია, უზომოდ ლამაზი და ნაზი. იქნებ მართლა თავი მოვიკალი? არა ჩემნაირი ადამიანები თავს არ იკლავენ. დიდი სიამოვნებით ავდგები აქედან, ისევ ჯანსაღად გავიმართები წელში და ომახიანად შევძახებ: გამარჯობა სიყვარულო და მოვეხვევი, ჩემი ტუჩები ნაზად შეეხებიან შენ ტუჩებს ჩემო ლამაზო, და სიამოვნების მორევში გადავეშვებით. თითქოს ვიგრძენი კიდეც შენი სურნელი, ოო როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო.....
მზემ თვალებში შემაჭყიტა და მეც ხელი მოვიფარე თვალზე. შენი სურნელი კი ისევ თავბრუს მახვევდა
დათო გოქაძე

პატარა გოგონა რომელიც დილაობით, წვიმის შემდეგ ტყეში გადიოდა და სოკოებს კრეფდა ერთბაშად შეიცვალა. ამაღლდა და გალამაზდა. მთელი ტყე მასზე ლაპარაკობდა, მთელი ტყე გოგონას შეჰხაროდა.
ღამით კი ყველაფერი კვდებოდა, მხოლოდ საზიზღარი ჯადოსნობის სურნელი იგრძნობოდა. უკვე მეცხრე ღამეა გოგონა ფანჯარასთან იდგა და ამ ყველაფერს აკვირდებოდა. გულში ჩუმად ტიროდა, იმიტომ რომ დილით ბალახებზე ნამი არ იყო, არც ჩიტი გალობდა, თითქოს ყველაფერი ცოცხალი იყო, მაგრამ სისცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მთელი დღეები გოგონა ფიქრობდა, რა მოეხერხებინა და როგორ ეშველა ამ ყველაფრისთვის. მეათე ღამეს კი გოგონამ დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა, ის რაღაც თუ ვიღაც ბუტბუტებდა და ბნელ ძალებს უხმობდა. წამიერად აბობოქრდა მთელი ტყე, თითქოს უნდოდათ წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ უძლურნი იყვნენ. ეს ჩია არსება კი იდგა და ბუტბუტებდა. შიშისაგან აკანკალებული გოგონა კი ფანჯარასთან იდგა გაუნძრევლად და ვერაფერს აკეთებდა.
დილით თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. დილით თითქოს ბალახს ნამი ქონდა. დილით თითქოს ჩიტიც აჭიკჭიკდა. გოგონა კი ისევ ფანჯარასთან იდგა, ისიც თითქოს კანკალებდა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მოხოლოდ და მხოლოდ თვალებზე ცრემლს თუ შენიშნავდით, რომელიც ერთ ადგილს მიყინულიყო და არ მოძრაობდა.
ასე განვლო, რამოდენიმე ხანმა. ყველაფერი ძველებურად იყო, ბუნება მკვდარი, გოგონა კი ფანჯრიდან შესცქეროდა და თვალზე გაყინული ცრემლი ქონდა და უცებ ყველაფერი ერთად ამოქმედდა, მზემ სხივების ნაცვლად ცხელი წვიმის წვეთები დაუშვა. გაცოცხლდა ტყე და გოგონას მიაცქერდა, მაგრამ გოგონა ისევ იქ იდგა გაუნძრევლად, მხოლოდ გაყინული ცრემლი აღარ ქონდა თვალზე, სადღაც გამქრალიყო.
დამარხა ბუნებამ პატარა გოგონა.